„აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე“ - კახა კალაძე „სვეტის“ საქმეზე
პოლიტიკა - 16:46, 08 Oct, 2018     1084

კომპანია „სვეტის“ საქმე - დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანიის დამფუძნებლებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონისა და კლიენტების წინაშე:

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ ყოფილიყო დაზარალებული ამ კომპანიის მხრიდან. უამრავი ოჯახი გააუბედურეს ამ კომპანიამ და ამ ადამიანებმა. რაც შეეხება მშენებლობას, გეტყვით, რომ ეს ძირითადად წარმოებული იყო 2015, 2016, 2017 წლებში, დაწყებული მშენებლობები, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაჯარიმებული იყო, არის ამის მტკიცებულებები და შემიძლა წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს. მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვისაც ამ კომპანიის ბინები აქვს ნაყიდი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგონ არც ერთი თეთრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, ოფიციალურად მომეცა ჩემი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მშენებლობის მიმართულებით რეგულაციები გავამკაცრეთ. თუ უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა 5 ათასი ლარი იყო და მგონია, რომ ეს ძალიან ცოტა იყო, ჩვენ ეს ჯარიმები გავაათმაგეთ. სამშენებლო კომპანია პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონს, 10 მილიონს დებს და ამ დროს 5 ათასი ლარი არის არაფერი. თუ რაიმე უკანონოდ ხორციელდება, ახლა 50 ათასი ლარია ჯარიმა და ამან შედეგი გამოიღო. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მხრიდან. მე როგორც ვიცი, ის დაკავებულია. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე და იმ გაუბედურებული ადამიანების წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42