გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალი თაობის რეფორმების განრიგის შესამუშავებლად, ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს იწყებს
პოლიტიკა - 16:17, 08 Oct, 2018     1050
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალი თაობის რეფორმების განრიგის შესამუშავებლად, ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს იწყებს:

„საქართველოში განვითარებული ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში დამყარებული არაფორმალური მმართველობის ნიშნები და ის მწვავე შედეგები, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის კრიზისი გამოიწვია.

არაფორმალური მმართველობის შედეგად დემოკრატიული საზოგადოების ისეთმა ფუნდამენტურმა პრინციპებმა, როგორიცაა - კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა და სამართლიანობა - მნიშვნელობა და ფუნქციური როლი დაკარგეს, რადგანაც საჯარო ინსტიტუტები იცავენ და ემსახურებიან არა მოქალაქეებს, არამედ ვიწრო ჯგუფსა და მათ პირად ინტერესებს. არაფორმალური მმართველობის წარმოშობისა და სწრაფი გაძლიერების შედეგად გამოიკვეთა პრობლემები საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელ ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებში, როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირება, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე ხდება საჯარო რესურსების უმიზნო ფლანგვა ვიწრო ჯგუფის კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ამ ფონზე, ქვეყნის გაძლიერებისა და ჯანსაღი, მდგრადი განვითარების ნაცვლად, ხდება მოსახლეობის მიზანმიმართული გაღარიბება და იმ მნიშვნელოვანი საარსებო წყაროების მისაკუთრება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისათვის არსებითად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოების უკიდურესი პოლიტიზირების ფონზე კანონის წინაშე უთანასწორობა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობად იქცა. მიკერძოებული გამოძიებისა და საქმის წარმოების პარალელურად, სასამართლოს ვიწრო ჯგუფის ინტერესების სამსახურში ჩაგდომამ და სისტემის რყევამ, მოქალაქეების შორის სასამართლო სისტემისადმი უკიდურესი უნდობლობა, გაუცხოება და წყრომა განაპირობა. ამასთანავე, არაფორმალურმა მმართველობამ მძიმე დაღი დაასვა ხელისუფლების მესამე შტოს - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტი), რომელიც ფორმალობისა და წარმოდგენის ამფითეატრად იქცა. არაფორმალური მმართველობის შედეგად, სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა მოქალაქეებს, არამედ ვიწრო პრივილეგირებული ჯგუფის ინტერესებს. ზემოღნიშნული ვითარება მაჩვენებელია ქვეყანაში არსებული დემოკრატიული კრიზისისა, რადგანაც ხდება მოქალაქის სახელმწიფოსაგან გაუცხოება და უკიდურესი იმედგაცრუება. იმედგაცრუების ფონზე შეუძლებელია ქვეყნის წისვლა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევა.

ქვეყანაში არსებული დემოკრატიული კრიზისის შემდგომი გამწვავება გარდაუვალია აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიების გარეშე. ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებების შედეგად, დაკარგა მოსახლეობის ნდობა და შესაბამისად, კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფი საშუალებებიც.

ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება დაინტერესებულ მოსახლეობასთან შეხვედრა-დისკუსიის რეჟიმში იმ უმწვავესი საკითხების განხილვაა, რომელიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქის სატკივარი გახდა.

დღეიდან 28 ოქტომბრამდე, ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია „ძლა აერთობაშია“ - ქვეყნის ანტი-კრიზისული გეგმის შესამუშავებლად, ვიწყებთ ფართო-საზოგადოებრივ დისკუსიას - საქართველო ლიდერთა შორის. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, გაიმართება შეხვედრა-დისკუსიები შემდეგ თემებზე: სასამართლო რეფორმა (09/10/2018); სამართალდამცავი ორგანოები (12/10/2018); ეკონომიკური პოლიტიკა (16/10/2018); განათლება და სოციალური პოლიტიკა (19/10/2018); ხოლო 23 ოქტომბერს შედგება წინარე შეხვედრების შემაჯამებელი-დასკვნითი შეხვედრა, სადაც მოხდება წინა შეხვედრებზე გაჟღერებული შედეგების პრეზენტაცია“- აღნიშნულია „ძალა ერთობაშიას“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42