"არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაცმოძრაობის" მიერ, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში"- კახა კალაძე
პოლიტიკა - 15:48, 08 Oct, 2018     1055
პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ მესამე სექტორი დედაქალაქის მერმაც გააკრიტიკა.

კახა კალაძე ამბობს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში“.

„არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის გაერთიანება. არ გვჭირდება გაყოფილი საზოგადოება, ეს ძალიან ცუდია. ვიცით, როგორი იყო წლების განმავლობაში დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შევძლებთ", - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება "არანორმალური"იყო.

„არანორმალურია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან უნდა მომხდარიყო რეაგირება. ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია. ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ არასამთავრობოების წარმომადგენლებს, იქ იქნებიან, თუ არ განახორციელებენ და არ მოახდენენ რეაგირებას ასეთ განცხადებებზე",- განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ფაშისტების მხარდამჭერები" უწოდა ხოლო ნიკა გვარამიას “ფაშისტად“ მოიხსენია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42