აღნიშნულს პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ სირცხვილია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად და აქტიურად არის ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში.
“არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე გააფთრებული უნდა იყოს ჩართული ეგრედ წოდებული დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში. ძალიან სირცხვილია ბატონებო და ქალბატონებო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო და ძალიან სირცხვილია, ქალბატონო სალომე. ან დაირქვით სახელი, რაც არის სინამდვილეში, რომ ეს არის სახელისუფლებო კანდიდატი, ან ცოტა მორიდებულად მაინც ჩაერთეთ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიაშ, ბატონო ირაკლი თქვენი კომენტარი არ მახსოვს 26 მაისი პროცესებზე, ამ ქვეყანაში ცხოვრობდით და თქვენი ღვიძლი მამა აქტიური მონაწილე იყო 26 მაისის პროცესების, არ გამიგონია თქვენი აღშფოთება“, - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






