სალომე ზურაბიშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ზურაბიშვილისთვის კვლევას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადამწყვეტი დღე 28 ოქტომბერი იქნება, როდესაც მოსახლეობა თავის არჩევანს დააფიქსირებს.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვენდობი თუ არ ვენდობი კვლევებს, რომელიც, ჯამში, 110 პროცენტს აფიქსირებს, რაც ცოტა უცნაური არის, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა და მრწმენი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Edison Research-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება - გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






