„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:58, 08 Oct, 2018     1759
კომპანია WALTBAY LTD - მ ყაზახურ მხარესთან, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე, მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

კომპანია WALTBAY LTD - მ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის საქართველოში რეგისტრირბულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოვეს მომავალში განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს აზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.

კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.

კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42