ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია Edison Research-ის სოციოლოგიურ კვლევას ეხმაურება, რომელიც 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც მოკლე პერიოდში კვლევის შედეგები განსხვავებულია, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი რეალობას არ ასახავს.
„როცა ერთი და იგივე ჯგუფის, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ის“ ორი კვლევა ერთი კვირის ფარგლებში თითქმის ასე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს ნიშნავს, რომ ან პირველი ან მეორე ასცდა რეალობას და თუ სხვა სანდო კვლევებს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, მეორე კვლევა ასცდა რეალობას და ეს ხდება ხოლმე. ამიტომ, საერთო სურათი, ჯერჯერობით, არის იგივე, რაც იყო, ბაქრაძე ლიდერობს მცირე უპირატესობით ვაშაძესთან და მათ შორის იქნება მეორე ტური, რომელშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაქრაძე გაიმარჯვებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება - გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






