„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. თალაკვაძე არასამთავრობოებს საყვედურობს და ამბობს, რომ გვარამიას ამ განცხადებებზე მესამე სექტორის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა.
„ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.
როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“ - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






