რუსეთი საქართველოს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე თბილისის არამეგობრული ქმედებები საფრთხეს უქმნის ურთიერთობის ნორმალიზებას. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს პოლიტიკურ სფეროში პოზიტიუირი ტენდენციები არ შეიმჩნევა.
„თბილისი ჯერ ისევ არ მოდის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ნებაყოფლობით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატოსეულ სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ნორმალიზაციის პროცესს, რომლის ნაყოფითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“
ამასთან კარასინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში საგარეო ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში პროგრესი სახეზეა. ამ პირობებში უვიზო რეჟიმის შემოღება გამორიცხული არაა, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობის არქონა ამ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






