ნინო რიჟამაძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის აგიტაციას აწარმოებენ საჯარო მოხელეები, მათ შორის, სოციალური ქსელით, სამუშაო საათების განმავლობაში.
„სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგად, ამ პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რომელიც ერთი მხრივ, უკავშირდება საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას და თბილისის მერიის მიერ მოხდა ამის გამოყენება და ასევე, ტყიბულში გვქონდა არაუფლებამოსილი პირების მიერ კამპანიის მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით საჩივრებით ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართეთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძირითადად შეინიშნება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ნინო რიჟამაძემ.
"სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში“ომეგა ჯგუფის” საქმე და არასამთავრობო სექტორზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული შეტევაც მოხვდა.
იურისტები აგიტაციის წესების დარღვევასა და წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის მცდელობებს უსვამენ ხაზსს. ორგანიზაცია ამ ფაქტებზე რეაგირებას უწყებათაშორის კომისიას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






