კობახიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს არის სიცრუე და „ქართული ოცნების“ რეიტინგებით, გრიგოლ ვაშაძე შესაძლოა „მესამე ადგილზეც ვერ გავიდეს“. მან გააკრიტიკა მესამე სექტორიც და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც.
ირაკლი კობახიძის განცხადებებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვებზე თავდასხმის მაგივრად, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უნდა მოუსმინოს და ისე გადადგას ნაბიჯები:
„ჩვენ ვნახეთ ამერიკული კომპანია „დისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს, ამს ორჯერ მეტი აქვს რეიტინგი, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს და ვფიქრობთ, რომ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა, მთავარია მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ. მეორე რაც ვნახეთ ამ კვლევაში მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და სწორედ ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვნახეთ დღეს ჩვენ, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, რომ იცავს ფარცხალაძეებს, იცავს იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად მათ მაოხდინეს ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლა და ნაცვლად იმისა, რომ რამე ინიციატივით გამოვიდეს, პირდაპირ თავდასხმაზე გამოდის და ქვეყნის მტრად აცხადებს მესამე სექტორს, ქვეყნის მტრად აცხადებს დამოუკიდებელ მედიას და მის ხელმძღვანელს და ქვეყნის მტრად აცხადებს მის ოპონენტებს. ეს ნამდვილად უნდა დამთავრდეს, ის კატასტროფა, რაშიც ჩვენ დღეს ვართ, ჩვენ ვართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, როცა აღარ გვყავს აღარც სამართალდამცავი ორგანოები, არ გვყავს არც პროკურატურა, არც სასამართლო სისტემა, გვყავს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომლეიც ასე არაადეკვატურად აფასებს ყველაფერს, გვყავს ადამიანები, ხელისუფლებაში, რომლისთვისაც ყველა მტერია, ვსიაც აქვს განსხვავებული აზრი, ეს უნდა დამთავრდეს ქვეყანაში.
მათ აქვთ ახლა მცდელობა, რომ რაღაც შიში შექმნან საზოგადოებაში გარკვეული მათი განცხადებებით, მე მინდა აბსოლუტურად მშვიდად ვთქვა, რომ 28 ოქტომბერს მშვიდად, წყნარად, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, იმიტომ, რომ ძალა ერთობაში და ერთიანობის და ძლიერების იდეას არანაირი ალტერნატივა არ აქვს და უნდა დავიწყოთ ახალი თაობის რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ის უბედურება, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ის მართლაც უსამართლობა, რომელიც აბსოლუტურად ყველგან არის ქვეყანაში, დამთავრდეს, რომ ასეთი პარლამენტის თავმჯდომარეები აღარ გვყავდეს, რომელიც პირდაპირ ესხმის სამოქალაქო სექტორს და მათ ქვეყნის მტრად აცხადებს, რომ არასდროს აღარ იყოს ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც სამშობლოს მოღალატეს დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად, რომ საქართველომ დაიწყოს ნორმალური განვითარება, რომ გაჭირვებულ ადამიანზე ფიქრობდეს ხელისუფლება და არა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე.
ხომ გესმით, რისი ეშინია ბატონ კობახიძეს? ეშინია იმ უზარმაზარი ნაშოვნი ფულების, რომელიც მას და მის გუნდს აქვს და როგორ დაიცავენ ამ უზარმაზარ ფინანსურ რესურსს. ქვეყანა გააუბედურეს, გადაუარეს ყველაფერს თავზე, მე მინდა მათ მივმართო, ის რასაც თქვენ კვლევებით, რეიტინგებით ხედავთ, მათ შორის თქვენი კვლევებით, რეიტინგებით, ეს არის საზოგადოების პასუხი, იმ არასწორ, უკანონობაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ამ ქვეყანაში მედიაც თავისუფალი იქნება, სამოქალაქო სექტორსაც თავისი სიტყვა ექნება, სასამართლოც დამოუკიდებელი იქნება, სამართალდამცავი სისტემები პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი იქნება, ბიზნესს ექნება ნორმალური განვითარების შესაძლებლობა და მას ფარცხალაძეები აღარ დააშინებენ, ამის პირობას ნამდვილად ვდებთ ჩვენი გუნდი.
სწორედ ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა ახალი თაობის რეფორმებთან დაკავშირებით, ხვალ ჩვენ სასამართლოსთან დაკავშრებით გვექნება მსჯელობა, კარი ღიაა და ვისაც უნდა ჩაერთოს, მათ შრის მოვუწოდებთ სამოქალაქო სექტორს, ეკონომიკაზეც უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმსჯელოთ სამართალდამცავ ორგანოებზეც, იმისთვის, რომ შევქმნათ განრიგი, წარმატების ქართული მოდელი. როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ მსგავსი ადამიანები აღარ ექცეოდნენ ქვეყნის ხლეისუფლების სათავეში და აღარასდროს განმეორდეს ქვეყანაში ის არაფორმალური მმართველობა, რომელმაც ჩამოშალა და დაანგრია თავიდან ბოლომზე ქვეყანა.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ყველა ძალიან კარგად ხვდება, „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალ, ნამდვილად სწორი განვიტარების ეტაპს ქვეყანაში. ვურჩევ ბატონ კობახიძეს, სხვებზე თავდასხმის ნაცვლად, გაითვალისწინეთ ხალხის აზრიც, მოუსმინეთ ადამაინებს, მოუსმინეთ საზოგადოებას და სწორედ მათი გამოძახილის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ რაც არ უნდა დაგვესხათ, ეს ჩვენ არაფერს გვავნებს, მაგრამ ქვეყანას თქვენი ყოველდღიური ქმედებები და ნაბიჯები ნამდვილად ავნებს, ფარცხალაძეების და თქვენი პერიოდი და არაფორმალური მმართველობა, ნამდვილად უნდა დამთავრდეს ქვეყანაშ ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






