დაპირისპირება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი... - ISFED - ის კრიტიკული დასკვნა
პოზიცია - 12:18, 08 Oct, 2018     1904
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 9-დან 30 სექტემბრის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების - 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 1, აგიტაციის წესების დარღვევის - 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.


არასამთარობო ორგანიზაციამ ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთა უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის თანხმად, საჩივრები აგრეთვე დაიწერა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, სააგიტაციო პროცესში რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობასა და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივაზე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა მან შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში. ამასთან „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებზე სერიოზული ექსცესები და დარღვევები არ შეინიშნებოდა.

ანგარიში სრულად





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42