კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები აფრთხილებდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
„როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ ავანტიურისტი, ბუნებრივია არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრისას... ვიცით რას ეხება საქმე, საქმე ეხება დასმულ კითხვებს, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ პრევენცია იმისა, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა.
გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე შედეგი. ამის მიუხედავად სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა.
ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას, ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.
იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია" - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებული სკანდალური განცხადებების სხვა მხრივ შეფასება სცადა და თქვა, რომ 2008 წლის ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საქართველო რუსეთისგან სწორედ დასავლური ინტეგრაციის სურვილის გამო დაისაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






