საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც ნიკა გვარამის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, სადაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებზე საუბრობს.
კობახიძემ გვარამიას განცხადებას „ფაშისტური“ უწოდა და არასამთავრობო ორგანიზაციებიც „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია:
„შაზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაშ ელოდა არასამტავრობო ორგანზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან არ მომისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ-დასავლური ურთიერთობის კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამტავრობო სექტორის როლის ამოქალაქო საზოაგდოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია, მინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფეხებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






