"ომეგას" სკანდალური საქმე და ბიზნესის შესაძლო რეკეტი - ფარცხალაძე დუმილს არღვევს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს
პოლიტიკა - 10:07, 08 Oct, 2018     2762
ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებეული და სკანდალური საქმე უკავშირდება დუმილის დარღვევას აპირებს. ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან შეხება და გადაკვეთის წერტილი არ ჰქონია.

ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზადაა დაკითხვაზე მივიდეს.

ყოფილი პროკურორის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება.

„ცრუ ინფორმაციები კი სურთ წარმოაჩინონ როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - აცხადებს მოსიაშვილი.

ფარცხალაძის ინტერესების დამცველი ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ეთერში, ექვსი ოქტომბრის გადაცემაში გასული ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ გასული რეპორტაჟიდან აშკარად იკვეთება ფაქტების მიზანმიმართული და განზრახ დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ცხადია, რომ ეს გადაცემაც მათ შორის არის ერთიანი, ორკესტრირებული პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიცრუის უტიფარი ტირაჟირებით მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის პიროვნების საზოგადოების თვალში დემონირებას. მაგალითისათვის, აღნიშნული ე.წ. სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ბატონი ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო (იოსებ) დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ - ერთ სისხლის სამართლის საქმესთან, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში) ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე გახლდათ და არა სოსო დოლიძისაგან. ეს ინფორმაცია არ არის კომერციული საიდუმლოება, საჯარო რეესტრის ამონაწერი ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამ რეალობის უტიფრად იგნორირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გახლავთ პირველადი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42