გამოკითხულთა 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ გაიმართება მეორე ტური.
26% ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირველივე ჯერზე მოხერხდება და მეორე ტურის გამართვა აღარ იქნება საჭირო. 28%-ს უჭირს იმის თქმა, თუ რა მოხდება.
ახალ კვლევაში ვაშაძის მეორე ტურში ხილვის მოლოდინი გაიზარდა და 44%-მდე ავიდა. ამ შედეგით ვაშაძემ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
სალომე ზურაბიშვილის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა - 40%;
დავით ბაქრაძის კი შემცირდა 26%-მდე.
როგორია მოსახლეობის მოლოდინი მეორე ტურში - რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელი კანდიდატები გავლენ პირველ-მეორე ადგილებზე.
ვაშაძის მონაცემი 59%-მდე გაიზარდა, ხოლო ზურაბიშვილის 20%-მდე შემცირდა.
იმ ადამიანებიდან, ვისაც მეორე ტურის მოლოდინი აქვს, წინა კვლევაში 40% ანუ უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გადავიდოდა.
გრიგოლ ვაშაძე 39%;
დავით ბაქრაძე 29%.
თუ მეორე ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, პირველი კვლევის მიხედვით ვაშაძეს 50%-იანი მხარდაჭერის შანსი ჰქონდა, ზურაბიშვილს კი 24.
ვის მისცემდა ხმას, ამ შემთხვევაში, დავით ბაქრაძის ამომრჩეველი? - ვინაიდან თვითონ ბაქრაძე მეორე ტურში აღარ მონაწილეობს. დავით ბაქრაძის ამომრჩეველთა 87% მხარს დაუჭერდა გრიგოლ ვაშაძეს და მხოლოდ 7% - სალომე ზურაბიშვილს.
თუ მეორე ტურში გადავიდნენ სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე, ამ შემთხვევაში, ძველი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მხარს უჭერდა ბაქრაძეს, 23% კი - ზურაბიშვილს.
ახალ კვლევაში ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა 58%-მდე, ზურაბიშვილის კი შემცირდა - 21-მდე.
ვაშაძის მომხრეთა 87% ხმას მისცემს დავით ბაქრაძეს და მხოლოდ 2% - სალომე ზურაბიშვილს და ბოლო ვარიანტი - თუ მეორე ტურში ორი ოპოზიციონერი მოხვდება: გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.
პირველ კვლევაში სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ იყო: გრიგოლ ვაშაძე 37%, დავით ბაქრაძე 33%.
მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით მეორე ტურში 47% მისცემდა ხმას ვაშაძეს, ხოლო ბაქრაძეს - 30.
როგორ იქცევიან ამ დროს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები? მათი უმრავლესობა - 47% - გადადის ბაქრაძესთან, 29% კი ხმას აძლევს ვაშაძეს.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






