ნიკა რურუა: "მარკუს კრასუსი მიდის იმიტომ, რომ ტრიუმფით ხელახლა დაბრუნდეს"
სოც.მედია - 19:51, 02 Sep, 2013     5048

 

 

"ალბათ ყველას გვახსოვს სტენლი კუბრიკის ბრწყინვალე ფილმი "სპარტაკი", რომლის საკვანძო მომენტშიც რომაელი პოლიტიკოსი და გენერალი მარკუს კრასუსი (ლოურენს ოლივიე) დემონსტრატიულად ტოვებს სენატის რიგებს და მიდის პოლიტიკიდან, როგორც, მისივე სიტყვებით, ადამიანი ვისაც პოლიტიკა აღარ აინტერესებს.

 

მის ამ ქმედებას, რომელიც საკმაოდ აბნევს სპარტაკის აჯანყებით ისედაც დაბნეულ სენატორებს, ნიღაბს ჩამოხსნის ასაკოვანი და გამოცდილი სენატორი გრაკჰუსი (ჩარლზ ლოუტონი), ვინც საჯაროდ აცხადებს, რომ მარკუს კრასუსი მიდის იმიტომ, რომ ტრიუმფით ხელახლა დაბრუნდეს კიდევ უფრო გაძლიერებული და განდიდებული.

 

უფლებას ვიტოვებ ანალოგიური მოტივაცია დავინახო პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკიდან "წასვლის" გამოცხადების მოსმენისას - მე მგონი იგი ჯერ კიდევ ძალიან არაპოპულარულ და წარუმატებელ პოლიტიკოსად ქცევამდე გადის დროებით მოედნიდან, რომ შეჩერებული ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი დანაშაული, შეუსრულებელი დაპირებები და ა.შ. მიეწეროს არა მას, არამედ პოლიტიკაში დარჩენილ მთავრობის წევრებს. ან, ალტერნატიულად, მთლად უარესის მოწმენი ვხდებით - პრემიერს უნდა ძალაუფლება, მაგრამ არ უნდა ამ ძალაუფლებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა და ის "გარედან" განაგრძობს პროცესების მართვას საკუთარი კაპიტალის გამოყენებით.

 

ამ ყველაფერს, იგი, რა თქმა უნდა საკუთარი უსაფრთხოებისათვის აკეთებს, რაც მისთვის ნიშნავს ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, სადაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ისე ვერ გაძლიერდება, რომ მას საფრთხე შეუქმნას. აქ, პარადოქსულად ივანიშვილის და ჩვენი, ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს, ვინაიდან, დაბალანსებული და არა-ყოვლისმომცველი ხელისუფლება აუცილებელია ქვეყნის შიდა თავისუფლების ჯერ შესაქმნელად და მერე დასაცავად. ეს მას საკუთარ უსაფრხოებაზე ზრუნვით შეიძლება გამოუვიდეს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42