ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი მოსამართლის პოსტზე სენატმა ბრეტ კავანო აირჩია, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. მას სენატის 50 წევრმა დაუჭირა მხარი, 48 კი წინააღმდეგი იყო. დამტკიცების პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ვაშინგტონში პოლიციამ დააკავა 160 დემონსტრანტი, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბრეტ კავანოს დამტკიცებას აპროტესტებდნენ.
ბრეტ კავანოს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენის შემდეგ სამმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. საუბარია 1980-იან წლებში სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ ამბებზე.
კავანო ყველა ბრალდებას უარყოფს. სექტემბერში ის სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე გამოკითხვაზეც წარდგა, რომელმაც დაადგინა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც კავანო ამ კანდიდატურიდან უნდა მოეხსნათ. 4 ოქტომბერს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






