საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა საპატივცემულოდ, მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 11:50, 07 Oct, 2018     746

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია - თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრიან კანდუს, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბის და ასამბლეის სხვა წევრებს უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია. თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წელია გასული და ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში, შევძელით, რომ ჩვენი მეგობრობა გაგვეღრმავებინა და გაგვეძლიერებინა. თავისთავად, ეს გულისხმობს ჩვენს სამ ქვეყანასა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებს შორის მეგობრობას.

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა - დავაფუძნეთ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა. ცხადია, ეს დღე, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები გახდება კიდევ უფრო მტკიცე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტუმრების საპატივცემულოდ და „თბილისობა 2018"-ის აღსანიშნავად, გაიმართა კონცერტიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42