მორიგი სკანდალური ჩანაწერი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე - ჩანაწერი კვლავ „კურიერმა“ მოიპოვა და მასში ასახულია ის ფაქტი, თუ როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება.
არსებული ინფორმაციით, ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ხელისუფლებასთან მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ მიუტანია და საუბარია კიდევ უფრო დიდ თანხებზე.
„კურიერის“ ინფორმაციით, ოქუაშვილი და ყიფიანი ათანხმებენ ამჯერად უკვე 4 მილიონი დოლარის მიტანის სქემას, როგორ უნდა გავიდეს თანხა ბანკიდან და როგორ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვდრის ორგანიზება.
ჩანაწერი, სავარაუდოდ, გაკეთებულია მას შემდეგ, რაც პირველი თანხა 4 მილიონი ლარი ფარცხალაძის მანქანით tbc-ბანკიდან უკვე გატანილია და ახლა ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება, ჩანაწერში ახალი ფიგურანტები გამოჩდნენ.
საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, მასზე ძალადობა განხორციელებულია.
ჩანაწერში ისმის, რომ ყიფიანი ფარცხალაძეზე გაბრაზებულია და მას აგინებს. აუდიოფაილში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გვარიც არის დასახელებული.
ჩანაწერში ოქუაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ლევან ყიფიანს, ივანიშვილთან შეხვედრას სთხოვს და ეუბნება, რომ სურს ივანიშვილისგან მოისმინოს დამატებითი ქრთამის გადახდის შესახებ ინფორმაცია.
ლევან ყიფიანი - ვიტყვი, რომ მე ამას ვიძახი ამას, რო. ეს არის კონტრიბუცია და...
ზაზა ოქუაშვილი- სამნახევარი, სამნახევარი
ლევან ყიფიანი -- ხო, ხო კონტრიბუცია და ამას აღარ ვიძახი, რომ იქ შევა, ეს უკვე შენი სახელით ვიძახი, რომ იქ შევიდეს.
ზაზა ოქუაშვილი - ამხელა თანხები არ ვიცი! ბიძინა, ბიძინამ გახსოვს მაშინ, როგორ გვითხრა დიდი თანხები! 4 მილიონი ბიძინამ მითხრა და ეხლა ვინ მეუბნება? ვინმე შემხვდება კიდევ?
ლევან ყიფიანი - შეგახვედრებ რა
ზაზა ოქუაშვილი - ამაზე თუ ვიტყვი თანხმობას, ამუშავდება ფაბრიკა?!
ლევან ყიფიანი-- ხო, ხო
ზაზა ოქუაშვილი - წინასწარ უნდა მოვიტანო თანხა?
ლევან ყიფიანი - ნუ ეხლა ვინ გენდობა. ეხლა თუ ჭკვიანი და ის არის ესეთ სიტუაციაში
ზაზა ოქუაშვილი - წინასწარ თანხა მაშინ ბიძინამ მაინც გვითხრა და ეხლა შენ მეუბნები და...
ლევან ყიფიანი - რა მნიშვნელობა აქვს. ხომ დაინახავ ფაქტს, ფაქტს ხო, დაინახავ. ტყუილად ხომ არ გავა ეს თანხა, ფაქტს რომ დაინახავ
ზაზა ოქუაშვილი - როგორ დავინახავ ფაქტს?
ლევან ყიფიანი - როგორ და დაიწყება მუშაობა
ზაზა ოქუაშვილი -დღეს თანხა უნდა გავცე?!
ლევან ყიფიანი--ხვალვე გავა ის, ისა და დაიწყება მუშაობა.
ზაზა ოქუაშვილი - ამხელა კონტრიბუშენი და ბიუჯეტს არ აკლდება?
ლევან ყიფიანი-- როგორ არ აკლდება, როგორ არ აკლდება!
ზაზა ოქუაშვილი - ოთხნახევაეი ხო არ აკლდება, სამნახევარი
ლევან ყიფიანი - სამ ნახევარი არა!
ზაზა ოქუაშვილი - საიდან ქეშის პრობლემაა ჯერ ეს ერთი, საიდან მოვიტანო მე სამ მილიონ ნახევარი ქეში? ბანკიც არ გასცემს მაგას, გახსოვს მაშინ მთელი გახარია და ის ჩაერია! ამხელა ნაღდი, მაშინაც რომ გასცეს, თვალები ამივიდა შუბლზე.
ლევან ყიფიანი - კიდევ ერთხელ გეუბნები, იმის ისა რაქვია.
ზაზა ოქუაშვილი - პრემიერთან შევალთ?
ლევან ყიფიანი - შევიდეთ კი, მარა უნდა ვთქვათ, პირველი ბიუჯეტი
ზაზა ოქუაშვილი - მაშინ შევხვდეთ პრემიერს, ძალიან პატივს ვცემ ანზორსაც, ოთარსაც მარა სიტყვაზე მაშინაც
ლევან ყიფიანი - ოთარის დედაც... მ...
ზაზა ოქუაშვილი - ხო მარა, მახსოვს, ბიძინა იქნება საქმის კურსში თუ?!
ლევან ყიფიანი - რა თქმა უნდა, ჩააყენებენ საქმის კურსში, ჩააყენებენ
ზაზა ოქუაშვილი - იმიტომ, რომ ამხელა თანხა ბიძინას გარეშე,
ლევან ყიფიანი - ნუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა
ზაზა ოქუაშვილი - რო შევხვდეთ ბიძინას კიდევ
ლევან ყიფიანი - ნუ ეხლა თუ გამოჩინა რაღაც ყურადღება, შეიძლება თვითონ გვითხრას და ავიდეთ, ვთქვათ,
ლევან ყიფიანი - მაშინ იყო ჩართული იმიტო რომ ამ ოთარმა უთხრა, იმიტომ რო მაგი იყო ჩარეული და მაგან იმას ქნა, მაგი იყო ის
ზაზა ოქუაშვილი - მაშინ თვითონ რო გვითხრა, უკვე სხვა რაღაც იყო.
ლევან ყიფიანი - მაშინ თვითონ რო გვითხრა, ოთარმაც გვითხრა, თვითონ კი არ დაესიზმრა. არც ციფრები იცოდა
ზაზა ოქუაშვილი - ხო, მარა თვითონ ხო გვითხრა 4 მილიონიო თავისით.
ზაზა ოქუაშვილი - ხო გაგვიმეორალევან ყიფიანი - გაგვიმეორა
ზაზა ოქუაშვილი - კი მახსოვს, ოთარს მოვიყვან თუ გინდა აქაო?ლევან ყიფიანი - მერე გვითხრა რო გვაწვებოდა გახსოვს რო ისა მე ვუთხრა მეუბნება 4 მილიონ დოლარს მეთქი და არაო რას გეუბნება ეგ ერთია და რა ითქვა ისო ხო გახსოვს?
ლევან ყიფიანი - ხო, მარა რო გვაწვებოდა გახსოვს ისა
ზაზა ოქუაშვილი - ოთარი
ლევან ყიფიანი - ხო, ისაო ლარი კი არ გითხარით დოლარი გითხარითო
ზაზა ოქუაშვილი -კვირიკაშვილზე რომ უთხრა, ჩემი ის ხო არ იყოვო უფროსიო, ტიროდა აქაო, ხოდა რო შევხვდეთ, რომ შევხვდეთ ბიძინას მაშინ?
ლევან ყიფიანი - ვნახოთ, გვეტყვის რა ყველაფერს
ზაზა ოქუაშვილი - ყოველ შემთხვევაში ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?!
ლევან ყიფიანი-- კი, კი, კი, კი, კი
მასალის გამოყენების პირობები






