„ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ხალხი ვეღარ იტანს სიღარიბეს“ - გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთელ ამომრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა - 15:44, 06 Oct, 2018     1364

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთში ამომრჩევლებს ხვდება. სცენიდან შეკრებილ საზოგადოებას და მხარდამჭერებს სიტყვით თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

„თქვეთან ერთად დგომა არის სიამაყე, ეს არის ის ბედნიერება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ შეიძლება მიიღოს. ჩვენ დღეს გურიაში შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთად დავილაპარაკოთ, როგორ შეიძლება და როგორ დავამარცხოთ საქართველოში გამეფებული განუკითხაობა, სიღატაკე, სიღარიბე, ბავშვების შიმშილი, კრიმინალი და კორუფცია, რამაც ჩვენი სამშობლო მოიცვა და მოიცვა ისე, რომ ექვსი წელიწადი უტიფარი, თავხედური დაპირებების გარდა, არაფერი არ გაისმის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომელიც გვეუბნება გამეფებულ სიღატაკეზე, კორუფციაზე და კრიმინალზე, რომ ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ქვეყანა იზრდება, რეფორმების მეორე, მესამე თუ მეოთხე ტალღა ხორციელდება და თქვენ სულ ყველა უნდა იყოთ ბედნიერები.

ჩვენ მოვედით აქ, რათა გკითხოთ, იმსახურებს ქართველი, იმსახურებს გურიის მკვიდრი იმ ყოფას, რომელშიც ერთად აღმოვჩნდით? ნუთუ ჩვენი უნიჭიერესი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე, ლამაზი ხალხი იმსახურებს იმას, რომ სულ ყველა ემიგრაციას ელოდებოდეს, სულ ყველა ფიქრობდეს როდის წავა სადმე, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს ოჯახისთვის, ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ, ჩვენ სამუშაო ადგილები საქართველოში გვინდა, ჩვენ გვინდა მუშაობა სამშობლოსთვის და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახი ღირსეულად ცხოვრობდეს, არ გვინდა ჩვენ ემიგრაცია.

ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ეს კრიზისი არის ეკონომიკური, ეს კრიზისი არის პოლიტიკური, ეს კრიზისი არის სოციალური, ეს კრიზისი, რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მორალური, იმიტომ, რომ ხალხმა დაკარგა ყველანაირი გამძლეობა, ყველანაირი მოთმინება, ვეღარ იტანს ამ სირარიბეს, არაადეკვატურ ჯანდაცვას, უიმედობას, მაგრამ მოვიკრიბოთ ძალა. მოვიკრიბოთ ძალა მართლა იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ემიგრაციაში არ მოუწიოთ წასვლა და ჩვენი სამშობლო უპატრონოდ არ დარჩეს.

ცრემლნარევი ხუმრობაა ქუთაისში, ბოლო ვინც წახვალთ, აეროპორტში შუქები ჩააქრეთო. არც აეროპორტში წასვლა გვინდა, არც შუქის ჩაქრობა გვინდა და აეროპორტში თუ წავალთ, იმიტომ წავალთ, რომ ჩვენი ლამაზი პასპორტი ლამაზი გერბით, მესაზღვრემ გადაშალოს, პატივისცემით შემოგვხედოს და ვიზა ან შეშვების უფლება ჩაგვირტყას, როდესაც დასასვენებლად ჩავალთ სადაც იქნება. ეს არის, რასაც საქართველო იმსახურებს.

ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ეროვნული ხელისუფლებით. ეროვნული პრეზიდენტით, ეროვნული მთავრობით, ეროვნული სასამართლოთი, ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებით, იმ ხალხით და ისეთი ინსტიტუციებით, რომლის არსებობის მიზეზი და მიზანი იქნება მხოლოდდამხოლოდ ერთი, რომ ქართველს და აქ მე ვგულისხმობ ყველა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ყოველი მომდევნო დღე ჰქონდე სუკეთესი, ვიდრე ჰქონდა წინა. ასე რომ ვინც დაგპირდებათ ევროპაში ცხოვრებას, შვეიცარიაში ცხოვრებას, იმ დონის მიღწევას, უმოწყალოდ გატყუებენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მთვრობის ინიციატივა გააკრიტიკა.

"პირველი, რასაც გავაკეთებთ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ, შეწყდება ყველანაირი ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაიშლება პოლიტიკური პოლიცია. პოლიტიკურ პოლიციას საქართველოში ადგილი არა აქვს. გრძელდება შეტევა ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე, ახლა გამოგვიცხადეს, რომ საქართველო ნარკოპლანტაციებად, ხოლო სახელმწიფო ნარკობარიგად. ეს არის ჩვენი გენეტიკური ფონდის, ახალგაზრდა თაობის განადგურება,“ - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42