„2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით“ - არასამთავრობოების პასუხი ზურაბიშვილს
პოლიტიკა - 15:26, 06 Oct, 2018     1104

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან - აღნიშნულს თავად მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო სექტორი ჰყავს. არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის მოვლენებიც შეახსენეს, როდესაც მას პრეზიდენტობის კანდიდატობა სურდა, თუმცა ცესკო არ არეგისტრირებდა და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს მიმართავდა.

"საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური და ძლიერი არასამთვრობო სექტორი და ის კი, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და სხვები მას თავს ესხმიან, ეს მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო ადგას თურქმენიზაციისა და აზერბაიჯანიზაციის გზას. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ ყოველთვის ობიექტურად ვიდექით სიმართლისა და კანონმდებლობის სადარაჯოზე. 2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით. ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ მას,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პროცესში არსებულ ვითარებას სუბიექტურად აღიქვამს.

„მე მას შევახსენებ, რომ 2013 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობა უნდოდა და ცესკო კანონის არასწორი განმარტების გამო, არ არეგისტრირებდა, მაშინ ქართული ოცნება მარგველაშვილს უჭერდა მხარს და ქალბატონი ზურაბიშვილი ზუსტად არასამთვრობო სექტორის განცხადებებს იშველიებდა საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42