6 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ სამგორის რაიონის მოსახლებასთან შეხვედრა გამართა.
კანდიდატმა შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რაც გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამოქმედო გეგმა იქნება.
ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ვარკეთილის მცხოვრებთათვისაც მძიმე სოციალური ფონი განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვერ აუდის საბანკო-სამევახშეო სისტემის მიმართ არსებულ ფინანსურ ვალდებულებებს. კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება საქართველოში მევახშეების მმართველობა, კანონით აიკრძალება ადამიანის გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრებლიდან და სახელმწიფო დაიცავს კეთილსინდისიერი მსესხებლების უფლებებს ბანკის წინაშე.
კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძნობს.
მასალის გამოყენების პირობები






