ოთარ ფარცხალაძის „შავი სასახლე“ ნუშის ბაღების ქუჩიდან - „კურიერმა“ საქართველოს ყოფილი მტავარი პროკურორის საკუთრებას მიაგნო.
ფარცხალაძის ახალი და დიდი სკანდალი - ბიზნესმენი, რომელმაც ქვეყნის რუხ კარდინალს ტერიტორია გადაუფორმა, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებდა.
მიიღო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ძვირფასი საჩუქარი, ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვის სანაცვლოდ?
ოთარ ფარცხალაძე - ჩინოვნიკი, რომელიც თანამდებობაზე მოსვლის დღეს სამოთახიან ბინას ფლობდა, დღეს კი სასახლეები და ბევრი მილიონი აქვს.
სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დორინდელ ბუნკერს ჰგავს.
ოთარ ფარცხალაძის სახლი ბეტონით არის ჩამოსხმული. სახლის სიმაღლე მიწის ზემოთ 3 მეტრი და 90 სანტიმეტრია, მიწის ქვემოთ კი 4 მეტრი და 50 სმ. მიწისქვეშა სარდაფს არც ერთი ფანჯარა არა აქვს. აქ მდებარეობს ავტოსადგომი 4 მანქანისთვის, 4 საწყობი და საძინებელი სველი წერტილით.
სარდაფი ბუნკერის ელემენტებით რომ მთლიანად მიწის სიღრმეში ყოფილიყო, ფარცხალაძემ 2 ჰექტარზე მეტი მიწა ამოიღო. მიწისქვეშა ბუნკერი სულ 380 კვადრატული მეტრია.
სარდაფი ოთარ ფარცხალაძის ხმაურიანი საქმეების ჩამონათვალში აქტუალური ომეგა ჯგუფის სკანდალური ჩანაწერების შემდეგ გახდა. ზაზა ოქუაშვილთან ერთ-ერთი საუბრის დროს სპორტის ყოფილი მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, მას უთხრა, თუ როგორ დასაჯეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ და მისი შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა მას შემდეგ, რაც სახელწმიფო რეკეტის შესახებ გიორგი კვირიკაშვილს აცნობა.
ფარცხალაძის სახლის სარდაფსა და მიწის ზემოთ ჟურნალისტებს არ უშვებენ. სახლის პროექტის მიხედვით, მიწისპირა სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები, საზაფხულო ვერანდა, კაბინეტი, 3 შიდა ეზო და საცურაო აუზი. გიგანტური, შავი ღობის გარდა კი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აშენებულ სახლსაც და მის მეპატრონესაც მრავალრიცხოვანი დამცველები ჰყავს.
სრული მასალა - წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები






