„გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ“ - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 10:59, 06 Oct, 2018     1476

გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცნობილია, ვინ არის ქვეყნის მტერი და ამასთან, მტერია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის დასუსტებას ცდილობს.

„სტაბილიზაცია, დამშვიდება, გაერთიანება – ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ეს არის ის, რისთვისაც გადავწყვიტე ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე და ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს.

მტერი არის ძალიან კონკრეტული და ყველამ ვიცით, ვინ არის, მაგრამ მტერი არის ასევე ყველა ის, ვინც ამით სარგებლობს, რომ ქვეყანა დაასუსტოს, დაშალოს და არ მოგცეს ის გასაქანი, რომელიც გვჭირდება, რომ განვითარების გზაზე ვიაროთ უფრო სწრაფად, ენერგიულად და უფრო შედეგიანად.

არ არის გასაკვირი და შემთხვევითობა, რომ პირდაპირ რუსული პიარი ოფიციალურად და ღიად არის ჩართული ჩემს საწინააღმდეგო პიარში. როგორც წარსულში, რუსეთის სამსახურებს დღესაც ძალიან კარგად ესმით, დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან, რას უნდა დაარტყან, რას უნდა უმიზნონ. უმიზნებენ რას – სამ მცნებას: მამული, ენა, სარწმუნოება. სამივეში ბრალს მდებენ. ამიტომ, ეს არ არის შემთხვევითობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არსებული აგრესიის მიზანი დაპირისპირების გამოწვევაა.

„ეს ყველაფერი გავიგეთ, ვიცით. ახლა აქედან უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რადგან მთავარი მიზეზი ამ აგრესიისა და ძალადობისა არის სწორედ, რომ დავრჩეთ ამ ძალადობაში, დაპირისპირებაში, რომ ვუპასუხოთ. ერთი, რომ, ნერვიულობაში ვიყოთ ჩაძირული და გადავიდეთ კითხვა-პასუხში, ქიშპობასა და ბრძოლაში – სიტყვიერი იქნება, თუ სხვა ფორმით. ეს არის ჩვენი გზიდან გადასვლა, რაც არ უნდა დავუშვათ. მე მოვდივარ არა იმისთვის, რომ ვიღაცასთან შიგნით დავიწყო ბრძოლა, მოვდივარ პირიქით, ახალი ხედვით, რათა დასრულდეს მართლა ამ ქვეყანაში და თუ მეტი ვერაფერი შევძელი, ეს მაინც უნდა შევძლო, რომ გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ კულტურაზე, ახალ ხედვასა და ურთიერთობებზე და შევქმნათ ის ქვეყანა, რომელიც მართლა უნდა იყოს 21-ე საუკუნის ქვეყანა და არა სადღაც გაჩერებული, გაჭედილი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 21-ე საუკუნეს შორის და არ ვიცით, როგორ მოვირგოთ ეს 21-ე საუკუნე, რადგან არ ვართ შესული გამბედაობით, არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენი ადგილი იქ არის, თუ წარსულს უკან დავტოვებთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42