სოლიდარობა მაია ოთინაშვილს, სოლიდარობა საქართველოს მოქალაქის ოჯახს - ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 19:20, 05 Oct, 2018     932

სოლიდარობა საქართველოს მოქალაქის ოჯახს, სოლიდარობა, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა ქალბატონს, ვისი კადრებიც ტელევიზიით გუშინ აჩვენეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ რუსი სამხედროები მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, ალიანსი საქართველოს გვერდით დგას და მუდმივად მოუწოდებენ რუსეთს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

„მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და ჩვენ ვგმობთ მომხდარს. ასეთ დროს ჩვენი პირველი რეაქციაა სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის. რუსეთის ქმედებები არის წინააღმდეგობაში მათთვის დაკისრებულ ვალდებულებებთან, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ მათ დამოუკიდებლობას არასდროს ვაღიარებთ. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.

სოლიდარობა საქართველოს მოქალაქის ოჯახს, სოლიდარობა, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა ქალბატონს, ვისი კადრებიც ტელევიზიით გუშინ აჩვენეს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, ასეთი ქმედებები შეწყვიტონ და ასევე შეწყვიტონ მათი მხარდაჭერა, ვინც მსგავსს ქმედებებს სჩადის.

ამას ამბობენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საკუთარ განცხადებებში, ეს ითქვა მინისტერიალზე, ეს განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და კომუნიკაცია გვაქვს ყველ დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს და შევინარჩუნებთ ამ მყარ და პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

წყარო: პირველი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42