"ზურაბიშვილი არის მოღალატე და ყველა ვინც ეხმარება უნდა იყოს წნეხის ქვეშ" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 18:26, 05 Oct, 2018     2890
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს და "ქართული ოცნები"-ს წევრებს პასუხობს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან ყველა ის პირი გააკრიტიკა, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს.

„სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვინც მას მხარს უჭერს საერთოდ არ აღვიქვამ შეფასებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებად. მე ისინი მიმაჩნია ქვეყნის მოღალატედ და მის მხარდამჭერებად. მე ჩემი აზრი გამოვთქვი როგორც ამ ქვეყნის ერთ- ერთმა მოქალაქემ და ჩემი აზრით პატრიოტმა იმ ადამიანის მისამართით რომელიც მიმაჩნია ჩემი სამშობლოს მოღალატედ და მიმაჩნია ჩემი სამშობლოსთვის ძალიან დიდ საფრთხედ. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და დიახ, ამით დავკავდები ვიქნები „რუსთავი 2“-ში თუ ვიქნები სხვაგან, ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ. მათშორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის. მაღაზიაში ვიქნები გამყიდველი პურს არ მივყიდი, ბანკში ვიქნები კრედიტოფიცერი კრედიტს არ გავცემ. ნებისმიერ ადგილზე ასე მოვიქცევი. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზია და ნიკა გვარამია ორი განსხვავებული რამ არის. რუსთავი 2-ს მისთვის არ უთქვამს უარი. რეკლამა მოიტანა და უარი ვუთხარით, ეთერზე უარს ვეუბნებით, დებატებში არ ვიწვევთ თუ რა?! ტელევიზია კანონით დადგენილ ყველა ვალდებულებას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვსიამოვნებს ტირაჟირება ქვეყნის მოღალატის, მიუხედავად ამისა ვიცავთ ყველა წესს, რომელიც წინასაარჩევნოდ დაადგინა კანონმა. ეს არის ტელევიზიის ნაწილი, რაც შეეხება ნიკა გვარამიას როგორც პერსონაჟს და იგი რუსთავი ორის დირექტორის გარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეც არის მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არ ვაპირებ ამ დამოკიდებულების დამალვას...

ყველა იმ ადამიანი ვინ ამ მოღალატეს ეხმარება გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რაც არ გამოვა საბოლოო ჯამში მაგრამ ეხმარებიან. საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ეს ადამიანები უნდა მოვაქციოთ, მათ უნდა იცოდნენ რომ ქვეყნის ღალატი საზოგადოებრივად დასჯადია. ჩემი აზრი არ არის ვის რა გონია. ჩემი საქმე არის გამოვხატო ის აზრი რაც მიმაჩნია სწორად. მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ მოსაზრებებს ძალიან მნიშვნელოვან საქვეყნო საკითხებზე და ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული შინაგანი რწმენის საკითხი. სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე. ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს ეს არის მხოლოდ ჩემი საქმე. ვიღაცას თუ სხვანაირად გონია დარჩეს საკუთარ აზრზე,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე გამოეხმაურა ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკის ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვას.

„ნამდვილად ვიცი, რომ ეს ადამიანები არც თავისი ნებით არ წირავენ და არც საკუთარ ფულს არ წირავენ მაგრამ სამარცხვინოა, როდესაც იმდენი გამბედაობა არ ყოფნით, რომ უარი თქვან ქვეყნის მოღალატესთან თანამონაწილეები იყვნენ. თუნდაც ამ გზით. ეს არის სამარცხვინო და ესეთი ადამიანები არც პაციენტებს არ უნდა ემსახურებოდნენ და მათი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მათი სახელი უნდა იცოდეს ყველამ,“-განაცხადა ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42