კლინიკები, რომლის ექიმებმაც ათობით ათასი ლარი ზურაბიშვილის ანგარიშზე გადარიცხეს "ქართული ოცნების" წევრს ეკუთვნის
პოლიტიკა - 18:08, 05 Oct, 2018     3134

როგორც ირკვევა, ჩაჩავას და ღუდუშაურის სახელობის კლინიკები, რომლის ექიმებმაც ათობით ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე გადარიცხეს „ქართული ოცნების“ წევრს, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის.

ელგუჯა გოცირიძე ირწმუნება, რომ მითითება მენეჯმენტისთვის არავის მიუცია, რომ კლინიკის წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილისთვის თანხა გადაერიცხათ.

„მენეჯმენტმა თუ რაიმე დავალება მისცა რაც ჩემთვის არ არის სარწმუნო მე რა შუაშია ვარ. მე მენეჯმენტში არ ვმონაწილეობ. როგორც აქციონერი და მოწილე, მე შეიძლება მაინტერესებდეს და მაინტერესებს ხელფასი არ გაიცეს მეტი და ვინ რა ვის შესწირა და რა დაფიქსირდა რა ჩემი საქმეა ეს. რატომ უნდა მეთხოვა მე არ მესმის ეს. მე ასეთ რაღაცეებში არ ვმონაწილეობ. მეთხოვა რა, დამიჯერებდნენ ისინი რომ მეთხოვა? ადამიანებს აქვთ თავისი შეხედულებები და მე არ ვცდილობ რომ მით უმეტეს თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვაზე მე ჩავერიო,“-განაცხადა "კურიერთან" ელგუჯა გოცირიძემ.

კითხვაზე აპირებს თუ არა თავადაც, რომ გაიღოს თანხა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერ საკუთარ ფინანსებს უნდა გადახედოს.

„უნდა გადავხედო ჯერ, არ ვიცი ზუსტად. არ დავფიქრებულვარ ამის თაობაზე ამ ეტაპამდე. ახლა ამ კითხვების შემდგომ შეიძლება ვიფიქრო რაღაცაზე ან დახმარებაზე ან შემოწირულობაზე . ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე,“-განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედ პერსონალმა იზრუნა. რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6000- დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

პირადი საუბარში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ყულაბაში ჩაირიცხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42