საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტილბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მან გლობალურ პოლიტიკაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა. ჰოლანდიაში სააკაშვილის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„მივეკუთვნები ახალ თაობას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე. სამწუხაროდ, ბოლო 6 წელიწადში ოლიგარქის მმართველობის პერიოდში შემცირდა საქართველოს ეკონომკა და სოციალური განვითარება. მინდა, გკითხოთ, რა იქნება პირველი, როდესაც დაბრუნდებით საქართველოში და იტყვით - უნდა გავაკეთო,“- მიმართა სტუდენტმა შეკითხვით სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება ხელში ახალ თაობას ჰქონდეს.
„აუცილებლად მოვინახულებ ჩემს ვენახს. ეს არის ერთადერთი, რაც შევიძინე ჩემს ცხოვრებაში. ნოსტალგიური განწყობა მაქვს მის მიმართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც დავბრუნდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალმა თაობამ აიღოს ხელში ძალაუფლება. მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი პრობლემების გამოსწორება. 2012 წელს მოვახდინე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება და პოლიტიკოსების ასაკი დავწიეთ. ეს იყო ის თაობა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წამოვიდა. ადრე რომ შემეღება თმა მწვანე ფრად, ჩემი შვილის მსგავსად, ყოველდღიურად მომიხდებოდა ბრძოლა. ეს მცირე დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ძალაუფლება ხელში თავისუფალი სულის ადამიანებმა უნდა აიღონ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






