ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ - ნათელაშვილი
პოლიტიკა - 15:28, 05 Oct, 2018     2380
"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.


"საუკუნის დანაშაული ჩვენს თვალწინ ხორციელდება, ამ ქალბატონს დავალებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.

მისი დაფინანსება ეს არამარტო სამშობლოს ღალატი, არამარტო შავი ფულის გათეთრება იგივეა, რომ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ, მურვან ყრუ, შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა....

პირდაპირ ვუცხადებ სალომე ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს: ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იყოს გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ ეკონომიკურ-სოციალურ - საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს.

ჭყონიამ დააფინანსებინა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლ ლაღიძის ხელით 100 000 დოლარით. აქვეა „ჯითი გრუპის“ პრეზიდენტი გიორგი გველესიანი, რომელმაც 54 მილიონის ტენდერები მოიგო, ნახევარზე მეტი გამარტივებული ტენდერი, ანუ პირდაპირ ჩვენი ფული აიღო და ახლა აძლევს პუტინის ქალბატონს. აქვეა ამბროლაურის რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი ენუქიძე, რომელიც ჩვენგან ამოღებული მილიონებით სულდგმულობს. აქვეა ქალაქის მაფიოზა მერი “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42