7000 ლარამდე ექიმებისგან ზურაბიშვილის ყულაბაში - „ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა იზრუნა
პოლიტიკა - 15:15, 05 Oct, 2018     5684
პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა იზრუნა.

ოფიციალური ინფორმაციით, რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6000-დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, პირადი საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილს შესწირეს.

სალომე ზურაბიშვილის შემწირველი მედიკოსები ოფიციალურ კომენტარში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან შესწირეს.

„მე პირველ რიგში დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტო არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე შევწირო ამ კანდიდატს,"-განაცხადა ნატო ყაზახიშვილმა.

ექიმები აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვთ.

„არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება,“-განაცხადა მანანა სვანიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42