ტექინსპექტირების რეფორმის საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:43, 05 Oct, 2018     1215

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 6 კომპანიის - ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", შპს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს. „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას", სს „გუდვილის" და ს.ს. „ნიკორა ტრეიდის" წარმომადგენლებმა მოაწერეს.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობს რეფორმის მე-3 ეტაპი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირებას ექვემდებარება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრი ან ან მეტია. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირების გავლას დაექვემდებარება ყველა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია (ტელევიზია, რადიო, სოცქსელები), თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღწევად დაგეგმილია საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო აქციების ჩატარება, რომლის განხორციელების პროცესშიც კერძო სექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთვება. მემორანდუმი ღიაა და ტექინსპექტირების რეფორმის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც ექნებათ.

როგორც მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის ფარგლებში საზოგადოებასთან დროული და სწორი კომუნიკაცია. „ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესისა და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს და რეფორმა იქნება წარმატებული," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, რათა ის რეფორმას შეხვდეს მომზადებული. ის 6 კომპანია, რომელმაც დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მათ სავაჭრო ქსელებში, მათ ობიექტებში ყველგან განთავსდეს ინფორმაცია ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ. ეს სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია" - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42