„საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა“ - დავით საგანელიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:04, 05 Oct, 2018     1738

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ფორუმის მთავარი თემა იყო „ბიზნესმდგრადობა - 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“.

„დღესდღეობით, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვისა და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა არაერთი ფაქტორის გამო, რომელთა შორისაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების, შემდეგ კი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ა.შ. რაც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უდავო უპირატესობებია. „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტის, მთავარი დანიშნულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების წახალისებაა. ასე რომ, საქართველოსთვის „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაა,“ განაცხადა დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, საქართველოსა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბიზნესომბუდსმენმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა და მაღალი რანგის სხვა დელეგატებმა.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ არის „საქმიან ქალთა გაერთიანების“ და “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში უკვე მეორედ გაიმართა.

ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის, ტოპ მენეჯერები, მეწარმეები, წარმატებული ორგანიზაციების დამფუძნებლები და პოტენციური ინვესტორები; აგრეთვე, ქუვეითის პრინცესა, მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰს და ნიგერიის დედოფალი ზაინაბ ოტიტი ობანორს, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ფორუმის ფარგლებში სტუმრობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42