„ანაკლია სითიმ' სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:00, 05 Oct, 2018     2104
„ანაკლია სითი" პროექტის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის(სეზ) განვითარებისთვის, დეტალური სამუშოების მიმართულებით ტენდერებს აცხადებს. კერძოდ, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებაზე.


ახალ ეტაპს წინ უძღვოდა ეკონომიკურ კვლევასა და ანაკლიის კონცეპტუალურ ქალაქგეგმარებით დოკუმენტზე მუშაობა. აღნიშნული კვლევას უახლოეს მომავალში წარადგენენ და მასზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშობდნენ: "ანაკლია სითი", საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბრიტანული კომპანია, BuroHappold Engineering-ი და ურბანული დაგეგმარების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კონსულტანტი კომპანია Moffat & Nichol-ი. აღნიშნული კომპანიების საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს: ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განხორციელებადობის ეკონომიკური კვლევა, მოთხოვნის ანალიზი და კონცეპტუალური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი.

„ანაკლია სითის" მიერ გამოცხადებული მიმდინარე ტენდერები მოიცავს: 1. არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება (ურბანული განვითარებისა და რეგულირების გეგმის და მშენებლობის ნებართვა). 2. ზღვიდან ამოღებული მასალის განთავსების ადგილის და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

ტენდერები ღიაა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პლატფორმაზე www.etenders.ge. ტენდერში მონაწილეობის მსურველები აღნიშნულ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ.

საქართველოს მთავრობასთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიაში ახორციელებს შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტს. ანაკლიის პორტის მიმდებარედ, იგეგმება სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ანაკლიის, როგორც რეგიონული ეკონომიკური კვანძის განვითარებაში.

ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, რომლის სამშენებლო ეტაპი 2017 წელს დაიწყო, ამჯერად მასშტაბური საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის ამოქმედება და პირველი გემის მიღება 2020 წელს იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი იქნება.

ამავდროულად, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში, „ანაკლია სითი" განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შემოკრებას და საერთაშორისო მასშტაბით როგორც ანაკლიის პროექტის, ასევე საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42