საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფინანსურ რესურსს არ იშურებს იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშილი გახდეს პრეზიდენტი. მისივე თქმით, ამისათვის ივანიშვილი ადამიანურ რესურსაც არ დაიშურებს.
„კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, მისი ძმა, ეს არის ის მაფიოზური კლანი, რომელიც მართავს ქვეყანას, ამ დაჯგუფებამ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არ სურს იხილოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მმართველმა კლანმა გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად ამისთვის არ იშურსებს არც ფინანსურ რესურსებს, არ დაიშურებს არც ადმინისტრაციულ რესურსს და შეეცდება თავს მოგვახვიოს ადამიანი, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს,"-ამბობს სალომე სამადაშვილი.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის საწარმოებლად, 45 ათასი ლარი გადაურიცხა.
მასალის გამოყენების პირობები






