​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და დიპლომატიური ელჩების კანდიდატურები წარადგინა
პოლიტიკა - 12:31, 05 Oct, 2018     1008
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.


ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე წარდგენილი იქნა დავით დონდუას კანდიდატურა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი იქნა გიორგი ჯანჯაღავას, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკის, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძის კანდიდატურები.

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავით დონდუა ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და სხვა. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. ის გახლავთ კარიერული დიპლომატი და 1994 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმოამდგენლობებში მუშაობდა სხვდასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათ შორის გახლდათ ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან. ამ პერიოდის განმალობაში იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის გახლდათ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ზაზა კანდელაკი 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გახლდათ უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - გახლდათ მინისტრის მოადგილე, იკავებდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას, ასევე 1991-1992 წლებში მუშაობდა პირველი ევროპული სამმართველოს უფროსად და სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2000 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42