პირები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სამ დღეში მილიონამდე ლარი შესწირეს
პოლიტიკა - 12:13, 05 Oct, 2018     13754

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე დაყრდნობით, „ნიუპოსტი“ იმ ადამიანების სიას გთავაზობთ, რომლებმაც „ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს, ჯამში, მილიონამდე ლარი შესწირეს:

ზურაბ დარახველიძე, 50 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. არის მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების უფროსი;

გიორგი თავბერიძე, 20 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი;

რევაზ სულუხია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; მეან–გინეკოლოგი, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი;

ბონდო ომიანაძე, 60 ათასი ლარი – ბიზნესმენი, ფლობს წილებს ელექტროსამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი, ასევე შპს კოსოში;

გოჩა იაკობაშვილი, 30 ათასი ლარი – “ქართულ ოცნებას” 2016–2017 წლებში, ჯამში, 70 ათასი ლარი შესწირა. იაკობაშვილი სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ფლობს წილებს;

პალიკო კინტრაია, 10 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ნიკოლოზ კინტრაია, 20 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 100 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი;

დავით შენგელია, 60 ათასი ლარი – 2012 წლის აგვისტოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი, 2017 წელს კი “ქართულ ოცნებას” – 55 ათასი ლარი; არის ბიზნესმენი, შპს “კასა ჯის” დირექტორი, ასევე კომპანია “ქლინ ვორდის” პარტნიორი, “კაპაროლ ჯორჯიას” წარმომადგენელი და ა.შ

სერგო გალუსტიანი – 60 ათასი ლარი; 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; კომპანია “Lლც Mეგა B”-სა და შპს ად მედიას დირექტორი, ასევე შპს ედ სპრეისისა და შპს პრინტ ვიჟენის პარტნიორი;

ვახტანგ შელია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 30 ათასი ლარი;

გიორგი ქსოვრელი, 60 ათასი ლარი – 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი; შპს სიფუდის ხელმძღვანელი, ასევე შპს სიფუდ გრუპის დირექტორი და შპს Fოოდ Iმპორტ-ის პარტნიორი;

ირაკლი ცეკვაშვილი – 60 ათასი ლარი; შპს აისპბერგ ფოთის დირექტორი;

ნატა ყაზახაშვილი – 50 ათასი ლარი; 2016 წლის 9 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, არის ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი;

გიორგი თანანაშვილი – 60 ათასი ლარი; კომპანიების – მედ ბათუმი, ველს მენეჯმენტი, ელიტ-ვეძისი, რივერსაიდ დიღომი, სქაი თაუერსი – დირექტორი;

ნიკა მერაბიშვილი – 60 ათასი ლარი – შპს-ების ლი-მე-ფო, მობი-კოფეინი, დემაქს გრუპი, დემაქს შროშა, ენ გრუპი ონიაშვილზე – დირექტორი;

ვლადიმერ სტეფანიანი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 2 500 ლარი; სამშენებლო კომპანია “ბაკურიანი ბიზნეს გრუპისა” და შპს კრისტალსერვისის დირექტორი და პარტნიორი;

ავთანდილ გულიკაშვილი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 18 ათასი ლარი, 2017 წელს კი, “ქართულ ოცნებას”- 50 ათასი ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42