„ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციით რუსეთი ცდილობს ანტიდასავლური განწყობები დანერგოს, ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით“
პოლიტიკა - 12:13, 05 Oct, 2018     793
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლმა, თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წესით, რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის უნდა სჯეროდეს.

„მით უმეტეს, რუსეთის დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ბოლო პერიოდში, რუსეთი ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის - ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მოწამვლის სკანდალში, “სკრიპალის საქმეს” ვგულისხმობ. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ამბის გადაფარვას ცდილობს და სურს, აშშ-ს შეედაოს, რომ საქართველოში ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ, იმის იმედი აქვს, რომ საქართველოში ზოგიერთი არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს, მით უმეტეს, არჩევნების წინ.

ცდილობენ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები დანერგონ. ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით. ასეც რომ არ იყოს, ​შიზოფრენიითა და შეთქმულების თეორიებით ანტიამერიკული განწყობების დათესვა ახალი არ არის და სამწუხაროდ, ხანდახან მუშაობს ხოლმე”, - განაცხადა შარაშენიძემ.

„ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ აგრძელებს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას. ამჯერად რუსმა გენერლებმა საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთმა „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადება გამოიყენა.

გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობლი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა. ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.

რუსი გენერლების განცხადებას პასუხი მოჰყვა შეერთებული შტატებიდან. პენტაგონის არმომადგენელი ერიკ პაჰონი „რია ნოვოსტისთან“ აცხადებს, რომ „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება და ის საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის.

რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს თბილისშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან მომდინარე მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42