ნიდერლანდებში პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ გაიხსნა
პოლიტიკა - 10:45, 05 Oct, 2018     815

„ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. პროექტის ოფიციალური გახსნა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მისი სლოგანია „დავიბრუნოთ ერთმანეთი“. ღონისძება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ გახსნა.

ღონისძიების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე, ასევე ურთიერთობების სახალხო დიპლომატიის გზით აღდგენასა და მნიშვნელობაზე პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ, “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.

ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიებაზე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის ბავშვთა კონცერტი.

„აფხაზეთის დღეებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy“-მ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.

პროექტის ოფიციალურ სტუმრებს ჰააგაში მდებარე რესტორანმა "სოხუმმა" უმასპინძლა.

პროექტის ფარგლებში 5 ოქტომბერს, ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდება.

6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის და „Voice of Germany“-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი“. ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ნიდერლანდელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42