გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სისტემურად ჩამოშლილია. ხელისუფლება კი მთავარი მოწმეების დაშინებას ცდილობს.
„ჩვენ ხელისუფლება აღარ გვყავს, გვყავს კონკრეტული ადამიანების დავალებისშემსრულებელი რეკეტიორები,“ - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიგიორგი ვაშაძე.
"ევროპული საქართველო" მესმე სექტორის აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს:
"მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიურობა. გვაქვს ინიციატივა რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო ისეთი ტიპის გამომძიებლები, რომლებსაც ექნებათ საერთო საზოგადოებრივი ნდობა," - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
უმრავლესობაში კი ჯიუტატ იმეორებენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება.
„არის რაღაც ბნელი სიტუაცია, რომელიც ომეგამ შექმნა და ამ ბნელ სიტუაციაში ცდილობს პოლიტიკური თემებით რაღაც დივიდენდი მიიღოს,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






