USAID-მა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა
პოლიტიკა - 10:13, 05 Oct, 2018     911
2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში (Journey to Self-Reliance), ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ხოლო რიგ კომპონენტებში - სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, USAID ფოკუსირებას ახდენს თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის (მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ჩათვლით) შესაძლებლობას არსებული გამოწვევების ფონზე დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული პროექტები. მსგავსი მიდგომა USAID-ის მიერ ქვეყნებთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

თვითუზრუნველყოფის უნარი განისაზღვრება ორი ელემენტით: ვალდებულებით - თუ როგორ უწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის უნარის განვითარების პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკა და ქმედებები; და შესაძლებლობით - რამდენად წინ არის ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სექტორში მუშაობისა და განვითარების კუთხით.

სწორედ ზემოხსენებული ორი ელემენტის ასახვისთვის USAID-მა შეიმუშავა მაღალი დონის მეტრიკები, რაც სააგენტოს ქვეყნების შეფასების პროცესს უადვილებს და რომელთა საფუძველზეც იქმნება ცალკეული ქვეყნის გზამკვლევი.

https://www.usaid.gov/news-information/press-releases/oct-4-2018-administrator-mark-green-launch-usaid-self-reliance-roadmaps






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42