ხელისუფლება თავის მომხრეებს ჰპირდება "თუ სალომე გაიმარჯვებს ოზურგეთის მერს დაიჭერენ"
პოლიტიკა - 23:38, 04 Oct, 2018     3150

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები, თავის ოზურგეთელ აქტივისტებს მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე, 24 საათიან მუშაობას სთხოვენ, სანაცვლოდ კი პირობას დებენ, რომ ოზურგეთის "ქართული ოცნების" მთავარ მოთხოვნას - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის - კონსტანტინე შარაშენიძის დაკავებას - არჩევნებიდან მეორე დღესვე მოიყვანენ სისრულეში.



ეს გზავნილები, ამ დღეებში, "ოცნების" ოზურგეთელ აქტივისტებთან შეხვედრაზე ჩამოსულმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიტო სამხარაძემ გააჟღერა.



მისივე თქმით, მმართველი პარტიის კონტროლირებადი მედიიდან ამ დღეებშივე დაიწყება მოქმედი მერის დისკრედიტაცია და მასზე ე.წ. "შავი პიარი".



მმართველი პარტია ოზურგეთის მერს დევნა-შევიწროებაში ადანაშაულებს.



მათი წარმომადგენლების განცხადებებით, კოტე შარაშენიძე "ქართული ოცნების" აქტივისტებს ავიწროებს და სამსახურებიდან "ყრის".



მათ შორისაა თამარ დუმბაძე, სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი-რომელიც ამჟამად "ბიულეტენზე" მეორე ვადით იმყოფება, ნატო ხომერიკი, ოზურგეთის კულტურის სამსახურის უფროსი, რომელიც მუნიციპალიტეტების გერთიანების შედეგად უსამსახუროდ დარჩა, თუმცა ოზურგეთის სასამართლომ ის თანამდებობაზე აღადგინა და საქმე სააპელაციო სასამართლოშია. ეკა ნინიძე - ქალაქ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც მობილობის შედეგად განთავისუფლდა და სასამართლოში მოქმედ მერიასთან დავა წააგო. ბესო მელუა, ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციის უფროსი - განთავისუფლდა მობილობით, მოიგო პროცესი ოზურგეთის სასამართლოში და მისი საქმე სააპელაციო სასამართლოშია. ხათუნა სურგულაძე, ამჟამად მერიის თანამშრომელია, თუმცა მობილობის შედეგად დაქვეითება მოუწია, გაასაჩივრა სასამართლოში და მერიასთან პროცესი წააგო.



ოზურგეთის მერიაში მიიჩნევენ, რომ არც ერთ ზემოაღნიშნული პირის მიმართ გატარებული ღონისძიებები კანონსაწინააღმდეგო არაა და პოლიტიკური შეხედულებები არაფერ შუაშია.



ცნობისათვის: გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამოუკიდებელ კანდიდატთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან დამარცხდა, მას შემდეგ ოზურგეთში მუდმივად მუსირებს ხმები, რომ "ქართული ოცნება" ადგილზე რევანშისათვის ემზადება.



სპეცსამსახურების ჩარევა ამ საქმეში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, როცა მმართველმა პარტიამ მერის იმპიჩმენტისათვის ადგილობრივ საკრებულოში აუცილებელი ხმების მობილიზება ვერ შეძლო.



ადგილობრივტა ნაწილი, ადგილზე ე.წ. "შავი პიარის" დაწყების მიზეზად კი სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას და მის გადაფარვის მცდელობას მიაწერენ, რადგან ამ სკანდალში ძირითადად ადგილობრივი "ქართული ოცნების" ლიდერები და აქტივისტები ფიგურირებენ.



აუდიტის დასკვნაში საუბარია 2014-17 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიასა და ოზურგეთის თემთა გამგეობაში ჩადენილ უკანონო ქმედებებზე, რომელმაც სახელმწიფოს მინიმუმ 20 მილიონამდე ზარალი მიაყენა.



განსაკუთრებით კი დასკვნაში ხაზგასმულია მაშინდელ მაღალჩინოსანთა და დღევანდელ "ქართული ოცნების" ლიდერთა მხრიდან დიდი რაოდენობის კორუფციული ქმედებები, კერძოდ მიწებისა და ქონებების პრივატიზების პროცესში.


წყარო: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42