„საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში არბიტრაჟის ლიდერად იქცეს“ - დავით საგანელიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:35, 04 Oct, 2018     1497

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც აქვს პოტენციალი რეგიონში არბიტრაჟის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. პოტენციურ ინვესტორს კი სჭირდება თავისი ინვესტიციის დაცვის მყარი გარანტიები. შესაბამისად, საქართველოში სანდო საარბიტრაჟო დაწესებულებისა და ამ მიმართულებით, სტაბილური გარემოს არსებობა ინვესტიციების დაცვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. უცხოელი ინვესტორები პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების წინაპირობად კონკრეტული ქვეყნის დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული მექანიზმების არსებობას ასახელებენ. ასე რომ, ქვეყანაში სანდო და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა, ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსავითარებლად. ხოლო საქართველოს ფინანსურად ეკონომიური გარემო, არბიტრაჟს მორგებული თანამედროვე საკანონმდებლო ბაზა, ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურები და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იძლევა იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერად იქცეს,“ – განაცხადა დავით საგამელიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გამოვიდნენ. 2018 წლის კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო „ახალი ერა დავების გადაწყვეტაში“ და ღონისძიება საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟსა და დარგის სხვა აქტუალურ თემებს მიეძღვნა.

არბიტრაჟის დღეები, ასევე, მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო იურისტებისთვის სემინარებსა და ვორკშოპებს, რომელთა მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში გამოყენების უპირატესობების განმარტება და ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქმიანობის წარმართვისას დავების გადაწყვეტის გამარტივება.

ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და მას საერთაშორისო არბიტრაჟის 40-მდე სპეციალისტი და უცხოელი მოსამართლე დაესწრო. „საარბიტრაჟო დღეები 2018“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42