„საპარტნიორო ფონდი“ დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენა Cityscape Global 2018-ში იღებს მონაწილეობას
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:30, 04 Oct, 2018     3620

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომდგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ბიზნეს კლიმატისა და ფონდში მიმდინარე პროექტების პრეზენტაციის მიზნით, დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენა Cityscape Global 2018-ში იღებენ მონაწილეობას.

დუბაიში ყოვეწლიური უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმო, სადაც წარმოდგენილია საქართველოს რამდენიმე კომპანიის საინფორმაციო სტენდი საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სტუმართ-მასპინძლობის სექტორების შესახებ.

Cityscape Global 2018-ის ფარგლებში, პრეზენტაცია მოაწყო „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ჭაბაშვილმა და საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის შესაძლებლობების, ბიზნეს პროექტის შერჩევისა და დაფინანსების პირობებზე, ასევე, ფონდში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაცია ეხებოდა საქართველოში ტურიზმის ზრდას, ინვესტიციების განხორციელებისთვის არსებულ გარემოს და გამოფენაზე გამოტანილ საინვესტიციო პროექტებს.

Cityscape Global 2018-ში მონაწილე სუბიექტებს, გამოფენის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რომლებსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს, ასევე, გაეცნონ გამოფენაში მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალს.

Cityscape Global 2018-ში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ინვესტორები, ბიზნეს სექტორის ცალკეული წარმომადგენლები და ექსპერტები.

Cityscape Global 2018-ში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მონაწილეობას ფონდის შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია“ (GIRDC) იღებს მონაწილეობას. ქართული კომპანიები Cityscape Global 2018-ს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით დაესწრნენ.

„საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, Cityscape Global 2018-ში მონაწილეობა ფოინდის წარმომადგენელმა ივერი სოზიაშვილმა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია GIRDC-ის წარმომადგენელმა სოფო ლეკიშვილმა მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42