"ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცება ქართული მხარის გარკვეული ხელშეწყობით ხდება" - არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 15:28, 04 Oct, 2018     1930
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“- (RCT/EMPATHY) საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებების გახშირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო რეჟიმს ხელს ქართული მხარე უწყობს.


„არაერთი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს ოჯახიდან ინფორმაცია, რომ გარკვეული ხელშეწყობა ქონდა ქართული მხრიდან, ინფორმაცია გადაეცემა საოკუპაციო რეჟიმების ე.წ უშიშროების სამსახურებს და შესაბამისად ინფორმაციის მიმოცვლა აისახება იმაზე თუ ვინ დააკავონ, რატო დააკავონ და რა ზემოქმედება მოახდინონ, ეს ხომ მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით არაა, ძირითადი მიზანია, რომ დაშინებული იქნას ეს მოსახლეობა.“- განაცხადა ჯიშკარიანმა.

რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს განცხადებით საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას:

„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ნათლად ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას, რაც ჩვენს მიერ არაერთგზის განმარტებული „სტოკჰოლმის" სინდრომის გამყარებას უწყობს ხელს.

აღნიშნული გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და „ომი ჩვენ დავიწყეთ" მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ხელისუფლება მოკლებულია ქმედითი ზომების მიღების უნარს, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია" იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე.“- ნათქვამია „ემპათიის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42