კახელების თქმით, ტონობით მოსავალი ისევ დაუკრეფავია. მათივე თქმით, ყურძენი ოჯახებისთვის შემოსავალის ძირითადი წყაროა.
მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„ვენახები გვაქვს, ყურძენი გვაქვს დასაკრეფი. პატრონი არ გვყავს. 70 თეთრი იყო ამათმა კი დაკეტეს ქარხნები. ბანკის ვალები გვაქვს. არავინ მოდის, მინისტრი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თურმე ამდენი ფული მოგვცა, მე ის აქ არ დამინახავს“- ამბობს ერთ-ერთი გლეხი.
„ვენახის წამალს უმატებენ, საწვავს უმატებენ... ხალხს რა - არაფერი, მათხოვრებად აქციეს ხალხი. როცა სჭირდებათ დარბიან - ხმა მოგვეცი, მაგრამ მერე ხალხს უდგანან გვერდით?!“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კახელების მძიმე პირობებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი.
„არ იკადრა არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და არც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომ ამ ხალხთან ჩამოსულიყო და ეთქვა რა უნდა გააკეთონ. არ იციან სად და რამდენად უნდა ჩააბარონ ყურძენი. ხან ეუბნებიან რომ უნდა წაიღონ შილდაში, ახმეტაში თუმცა ზუსტად არ იციან ჩააბარებენ თუ არა. ეს არის წარმატებული რთველი? გამოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ამბობს, რომ რთველი წარმატებით მიმდინარეობს. ამდენი მილიონი შევიდა გლეხის ოჯახშიო. რა თქმა უნდა რთველი არის წარმატებული, ოღონდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მაფიოზურად არის ჩართული ამ კაპანიაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი როსტომ ბაქრაძე კი ამბობს, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.
„პრობლემა არა ჰქონიათ, დღეს ხელოვნურად შეიქმნა, თორემ ყოველ დღე მანქანები ბირჟაზე იდგნენ. რთველი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“-ამბობს როსტომ ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






