საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესია ამ საკითხზე ექიმებს მოუსმინონ, ვიდრე იუსტიციის მინისტრს:
„ყველას მოვუწოდებ, გუშინ, როდესაც შედგა „მედიქლაბში“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექიმების კონსილიუმი, მათ აზრს მოვუსმინოთ ყველამ. მათი აზრი არის შემდეგი, რომ იმის საპირისპიროდ, რასაც აცხადებენ ადვოკატები, სახეზე არ არის დამბლური პროცესები და დამბლა, რომ სიმსივნური პროცესები გამორიცხულია. ასევე, ექიმების აზრით, გამორიცხულია ინტოქსიკაცია ან მოწამვლა. მაგრამ ჩვენ მაინც მათ ვთხოვეთ, რომ საზღვარგარეთ გადაგზავნილიყო სისხლის ნიმუშები, რათა ასევე გამოირიცხოს მოწამვლის თეორია, რომელიც ადვოკატებს აქვთ. შესაბამისად, მინდა პირველ რიგში მშობლებს, ოჯახს მივულოცო, რომ მსჯავრდებული არის იმ სიმპტომების ნაწილში, რაც მას აწუხებს. ეს არის სუნთქვითი პრობლემა, ქუთუთოს ანთება და სხვა. გაუმჯობესების და გამოჯანმრთელების გზაზე. ."“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით ყოფილი შს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება:
„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპი დარჩება იგივე – პატიმარს როგორც კი გაუჩნდება რაიმე პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასჯელაღსრულების საავადმყოფოში ან სამოქალაქო კლინიკაში გადავიყვანოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს დასჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






