განათლების რეფორმა, ქვეყნის დეოკუპაცია, კანაფის კულტივაციის თემა, ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელიც საქართველოს კონკურენტუნარიანს და მიმზიდველს გახდის 21 საუკუნის მსოფლიოში - ეს ის თემებია, რომელიც ვაშაძემ ახალგაზრდებთან შეხვედისას განიხილა.
“ჩვენი ხედვაა - მეტი ავტონომია და ნაკლები სახელმწიფო ჩარევა სასკოლო და უმაღლეს განათლებაში, ავტორიტეტული უნივერსიტეტების პროგრამების დანერგვა საქართველოში, განათლების სფეროს დაფინანსების გაორმაგება და მასწავლებლის ხელფასის გაზრდა 1000 ლარამდე.
მიხარია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს აქვთ მყარი პოზიცია, რომ საქართველოს არჩევანია ადამიანისა და ეკონომიკის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო და არა ნარკოტიკული ნივთიერებების მასშტაბური წარმოების პერსპექტივა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ასეთი განათლებული, ნიჭიერი, მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდების პირობებში საქართველოს უდიდესი პერსპექტივა აქვს წარმატებული სახელმწიფო გახდეს”- აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






