ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო
პოლიტიკა - 11:30, 04 Oct, 2018     1207
ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.


„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერების მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა" - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო სპეცნებართვას არ გასცემდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, ბათუმში მძღოლებთან შესახვედრად დაუყონებლივ გაემგზავრა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აუხსნა შექმნილი ვითარება და მათ პირობა მისცა, რომ თურქულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ნებართების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42