„ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს, მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება" - იურგენ ჰარდტი
პოლიტიკა - 10:40, 04 Oct, 2018     950

2018 წლის 3 ოქტომბერს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერთან იურგენ ჰარდტთან. გერმანელი დეპუტატი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიზმი შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას. ამასთან, მინისტრმა გერმანელ დეპუტატს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო პრიორიტეტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. ამავე კონტექსტში დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოხატული ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრი აგრეთვე შეეხო სხვადასხვა სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიის ფართო საზოგადოებაში.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ საქართველო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. იურგენ ჰარდტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, დეპუტატმა გამოხატა მკაფიო მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან.

„ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რა თქმა უნდა აქვს გამოწვევები, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველო ევროპისკენ სწრაფად მიიწევს. საქართველოს მთავრობა, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას. მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება" - განაცხადა იურგენ ჰარდტმა.

შეხვედრაზე აგრეთვე მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა მხარეებისთვის აქტუალური გლობალური თემების თაობაზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42